27-10-2023
„თიბისი“Uk Bridge-ის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათივე ცნობით, 3A Scholarship Model სასტიპენდიო პროგრამაა 13-17 წლის მოზარდებისთვის. პროგრამა საშუალებას აძლევს ქართველ მოსწავლეებს, განათლება მიიღონ კერძო ამერიკულ სკოლებში* და ისარგებლონ 80%-მდე დაფინანსების შესაძლებლობით. სტიპენდია ფარავს სწავლის, კვების და საცხოვრებლის ხარჯებს.
„კონცეპტის და UK Bridge-ის პარტნიორობის ფარგლებში,18 ნოემბერს, 13:00 საათზე, გიწვევთ აშშ-ს სკოლებში სასტიპენდიო პროგრამის - “3 A Scholarship Model” საინფორმაციო შეხვედრაზე.
სასტიპენდიო პროგრამის შეხვედრას, რომელსაც „თიბისი“ კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე უმასპინძლებს, განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის და სკოლების წარმომადგენლებისთვის.
3A Scholarship Model სასტიპენდიო პროგრამაა 13-17 წლის მოზარდებისთვის. პროგრამა საშუალებას აძლევს ქართველ მოსწავლეებს, განათლება მიიღონ კერძო ამერიკულ სკოლებში* და ისარგებლონ 80%-მდე დაფინანსების შესაძლებლობით. სტიპენდია ფარავს სწავლის, კვების და საცხოვრებლის ხარჯებს.
პროგრამაში არსებული სკოლები*: Maumee Valley, Rabun Gap-Nacoochee School და Perkiomen School.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დასწრება შეზღუდულია და ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდეთ 10 ნოემბრამდე შემდეგ ბმულზე
10-18 ნოემბრის პერიოდში, UK Bridge-ის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან დარეგისტრირებულ მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მოამზადებენ 18 ნოემბრის შეხვედრისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.