გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: შესაძლებლობა მქონდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში მემასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებისათვის, რათა ერთად გვესაუბრა სამხრეთ კავკასიის მომავალზე

27-10-2023

მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში მემასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს.


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის მომავალსა და მასშტაბურ რეგიონულ პროექტებს.


„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში მემასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებისათვის, რათა ერთად გვესაუბრა სამხრეთ კავკასიის მომავალზე, იმ მასშტაბურ რეგიონულ პროექტებზე, რომელთა განხორციელება ყველა ჩვენგანის საერთო ინტერესებშია.


გაეროს ტრიბუნიდან ჩემ მიერ გაჟღერებული სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად - ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.