გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი: ყველა ქვეყნისგან დადასტურება მივიღეთ, რომ ისინი არ გადაუხვევენ არაღიარების პოლიტიკიდან და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემენ

27-10-2023

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ერთი მხრივ, ასამბლეაში მონაწილეობას აგრძელებს, მეორე მხრივ კი, ორმხრივ შეხვედრებს იმ ქვეყნებთან მართავს, ვისთანაც მნიშვნელოვანია მუშაობა არაღიარების პოლიტიკის სახით და ასევე, გაერო-ში საქართველოს თაობაზე რეზოლუციის მხარდაჭერის თვალსაზრისით,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ანგოლოს დედაქალაქ ლუანდაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ასევე მართავს შეხვედრებია იმ ქვეყნებთან, რომლებიც გაერო-ში რეზოლუციას ხმას ან წინააღმდეგ აძლევენ, ან კენჭისყრას არ ესწრებიან.

 

მისი თქმით, შეხვედრებზე საუბარი ქონდათ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვასთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი გავლენას ყველა ქვეყანაზე ახდენს.

 

,,ჩვენ შეხვედრები იმ ქვეყნებთან გვქონდა, რომლებმაც საქართველოს ბოლო პერიოდში დაუჭირეს მხარი. ჩვენი მიზანია, ეს მხარდაჭერა გამყარდეს. ასევე შეხვედრებია იმ ქვეყნებთან, რომლებიც გაერო-ში რეზოლუციას ხმას ან წინააღმდეგ აძლევენ, ან თავს იკავებენ, ან კენჭისყრას არ ესწრებიან. ყველასთან საუბარი გვქონდა იმაზე, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია მათთვისაც, რადგან საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა, საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენს ყველა ქვეყანაზე.

 

ქვეყნებმა, რომელთაც გაერო-ში საქართველოს მხარი დაუჭირეს, დაგვიდასტურეს, რომ ამ მხარდაჭერას გააგრძელებენ. რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას, ყველა ქვეყნისგან დადასტურება მივიღეთ როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე იმის, რომ ისინი არ გადაუხვევენ არაღიარების პოლიტიკიდან.

 

შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემენ. ასეთი ღონისძიებები შესაძლებლობას იძლევა, რომ სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობა არ გვაქვს და მათთან კომუნიკაცია გეოგრაფიულადაც რთულია, ასეთ ფორმატებში უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს და პარლამენტებს შორის ხიდის გადება მოვახდინოთ, რაც შემდგომი ურთიერთობებისთვის, ქვეყნის საგარეო მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანად მიღწევაში დაგვეხმარება,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.