გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რეგიონთა შორის ქორწინება-განქორწინების მაჩვენებლით იმერეთი ლიდერობს

14-09-2018

2018 წლის 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 373 და განქორწინების 5 075 შემთხვევა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს.

საქსტატის ცნობით, ქორწინებისა და განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დედაქალაქშია.

კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, თბილისში -2 930 ქორწინების, ხოლო 1 912 განქორწინების შემთხვევაა დაფიქსირებული.

რაც შეეხება რეგიონებს, ქორწინების მაჩვენებლით ლიდერობს: იმერეთი -1 574 შემთხვევა, ქვემო ქართლი -1 220 და აჭარა- 1 142 შემთხვევა.

საქსტატის ცნობით, განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 817 შემთხვევაა დაფიქსირებული იმერეთში, 506 - ქვემო ქართლში, ხოლო 422 შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში.



ipn.ge