28-10-2023
დღეს მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთში, კულტურის ცენტრში ღონისძიება გაიმართა.
წელს პირველად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, წლის პედაგოგები გამოვლინდნენ და მათ სიგელებთან ერთად ფულადი საჩუქარიც გადაეცათ.
ასევე 2022-2023 სასწავლო წლის 39 ოქროსა და 8 ვერცხლის მედალოსანი დაჯილდოვდა. ოქროს მედალოსნებს 500-500 ლარი, ხოლო ვერცხლის მედალოსნებს 300-300 ლარი ჩაერიცხათ. 1000 ლარით დაჯილდოვდა 100 %-იანი გრანტის მფლობელი, ლიზი იმნაძე.
ღონისძიებას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.