გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რატი იონათამიშვილი: რაც უფრო ახლოვდება გადაწყვეტილების მიღების თარიღი, მით უფრო სასოწარკვეთილებას არის მოცემული რადიკალური ოპოზიცია

28-10-2023

რაც უფრო ახლოვდება გადაწყვეტილების მიღების თარიღი ბრიუსელიდან, მით უფრო სასოწარკვეთილებას არის მოცემული ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ერთადერთი მიზანი და დავალება ჰქონდა, რომ ხელი შეეშალა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის.

 

“მათ ჰქონდათ ერთადერთი მიზანი და დავალება რომ საქართველოს არ უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი და ამისთვის უნდა შეეშალათ ხელი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველანაირი დესტრუქციული დღის წესრიგი მხოლოდ საკუთარ რიგებში გადაიტანეს, რაც მისასალმებელია. ცხადია, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გვაქვს ის პროგრესი, რომელიც დამსახურებულად მიგვიყვანს ახალ ეტაპზე ევროინტეგრქციის გზაზე” - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.