გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოლომონ პავლიაშვილი ოზურგეთში თევზმომშენებელ ფერმერებს შეხვდა

28-10-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქ.ოზურგეთში იმყოფებოდა, სადაც თევზმომშენებელ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში აკვაკულტურის განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.


„ბიზნესოპერატორებს, ვინც აქტიურადაა ჩართული აკვაკულტურის საკითხებში, გავაცანით სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესაძლებლობები. ლაბორატორიას აქვს რესურსი, ყველა საჭირო კვლევა ჩატარდეს სრულყოფილად. მაღალი ხარისხი და უსაფრთხოება არის გარანტია, ერთი მხრივ, საქართველოს მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი პროდუქტით, ხოლო მეორე მხრივ, ქართული პროდუქციის ინტეგრაცია მოხდეს ევროკავშირის ბაზარზე”, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.


შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა დეტალურად ისაუბრა აკვაკულტურის მიმართულებით  ქვეყანაში არსებულ კვლევებზე. საუბარი შეეხო ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალს.


თევზმომშენებელ ფერმერებთან გამართულ შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თევზმომშენებელი ფერმების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


შეხვედრის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან, სამინისტროს წარმომადგენლებთან და თევზმომშენებელ ფერმერებთან ერთად, დაბა ქედაში არსებული ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია ფორეჯის კალმახის საინკუბაციო საამქრო დაათვალიერეს და მიმდინარე საქმიანობას გაეცნენ. საუბარი შეეხო მსგავსი მეურნეობების განვითარებისთვის ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობას.