სოფელ ხელთუბანთან ორი თვის წინ გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ახლობლებმა პროტესტის ნიშნად ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს.
მერებაშვილის ახლობლები სამართალდამცველებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროებას მოითხოვენ.
ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
„ამაზე უარესს მიიღებენ, ესაა ზღაპარი. ვაფრთხილებ ორი თვეა და არავითარი რეაგირება არ არის, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით. როდემდე უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას?!“- განაცხადა გარდაცვლილი ახალგაზრდის მამამ.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე მერებაშვილი 6 ივლისს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევამდე ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ცენტრალურ ავტომაგისტრალთან იმყოფებოდა, ოჯახის წევრებს დაურეკა, უთხრა რომ დაჭრილი იყო და დახმარება სთხოვა.
მერებაშვილი კლინიკაში მიყვანისას გარდაიცვალა.