გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ კოსტენკოში მაღაროელების დაღუპვასთან დაკავშირებით

29-10-2023

უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ კოსტენკოში მაღაროელების დაღუპვასთან დაკავშირებით,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.


მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულების ოჯახებსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალიხან სმაილოვს.


"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ კოსტენკოში მაღაროელების დაღუპვასთან დაკავშირებით და მათ ოჯახებს თანავუგრძნობ.

ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ყაზახი ხალხისადმი.


თანავუგრძნობ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალიხან სმაილოვს",-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.