გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დელეგაციას მეტროპოლიტენის პოლიციამ, „სკოტლანდ იარდში" უმასპინძლა

30-10-2023

ქართულ დელეგაციას მეტროპოლიტენის პოლიციის კომისრის მოადგილეები  - მეთიუ ვორდი და სტიუარდ ქანდინიუ შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე განიხილეს  მეტროპოლიტენის პოლიციის ანტიკორუფციული სამსახურის მუშაობის სპეციფიკა, პოლიციელების მიერ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებული გამოწვევები და დანაშაულის გამოვლენის თანამედროვე მეთოდები.

 

ბრიტანელმა სამართალდამცავებმა ისაუბრეს დაკავებისას მოქალაქეთა უფლებების დაცვის სტანდარტებზე. მიმოიხილეს ბორკილების და ვიდეო სამხრე კამერების გამოყენების ინსტრუქციები, დემონსტრაციების მართვისას პოლიციის როლი და ძალის გადამეტების შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმები.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ,  მეტროპოლიტენის პოლიციის წარმომადგენლებს საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა  და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

 

„სკოტლანდ იარდში" გამართულ შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გიორგი კვარაცხელია, გენერალური ინსპექციის უფროსი გიორგი ნოზაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი, მეტროპოლიტენის პოლიციის პროფესიული სტანდარტების მთავარი ზედამხედველი დეტექტივი ქეთი ლილბურნი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ჩართულობის გუნდის ხელმძღვანელი ჯიმ ნაითი და არასრულწლოვანთა დანაშაულების გამოძიების მთავარი ზედამხედველი დეტექტივი იან კიტინგი ესწრებოდნენ.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტი ქ. ლონდონში,, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის პროექტის "ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში" მხარდაჭერით მიმდინარეობდა.