გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მრავალმილიონიანი პროექტების შეფერხების გამო საკრებულოს სასამართლოში უჩივის, რომელსაც გახარია/ნაცმოძრაობის კოალიცია მართავს

30-10-2023

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მრავალმილიონიანი პროექტების შეფერხების გამო საკრებულოს სასამართლოში უჩივის, რომელსაც გახარია/ნაცმოძრაობის კოალიცია მართავს. ამის შესახებ ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე განაცხადა.


რუსთავის მერი ოპონენტებს საინვესტიციო პროექტების თვეობით, ხელოვნურ შეჩერებაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე, რუსთავის მერი მმართველი გუნდიდან და საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.


„ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამჟამინდელი საკრებულო მუშობას შეუდგა, რუსთავის მერია ქალაქის განვითარებისთვის საჭირო პროექტების დაგეგმვის და განხორციელების პარალელურად სისტემატურად იბრძვის იმისთვის, რომ საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრების მავნებლური უმოქმედობის რეჟიმიდან გამოყვანა შეძლოს და საკრებულოს თავისი ფუნქცია დაუბრუნოს.


რუსთაველები დღეს კარგად ხედავენ ქალაქში მიმდინარე პროცესებს და 2024 წელი პრემიერის, მთავრობის და საპარლამენტო გუნდით იქნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების და რეფორმების მიმართულებით. ამ ფონზე, არის საშიშროება, რომ ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს გადაყოლილი, ფუნქციადაკარგული საკრებულო სერიოზულ ზიანს მოუტანს ჩვენს ქალაქს. რუსთავის მერიის არაერთი მცდელობა, საჯარო მიმართვა, წერილობითი მოთხოვნა ამაო აღმოჩნდა პოლიტიკური დაჯგუფების მიმართ და რუსთავის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“ კოალიცია და უფრო დაჯგუფებას ვუწოდებდი, საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევით აფერხებს, თვეობით აჩერებს კომისიიდან საკრებულოს სხდომაზე არ გადააქვს, არ იხილავს და დაუსაბუთებლად უკან აბრუნებს ქალაქისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის ახალი ინვესტიციების შემოსვლა.


ამ საკითხებზე რუსთავის გუნდი მუშაობს თვეობით. რუსთაველების ინტერესების დასაცავად და იმისათვის, რომ საკრებულოს ოპოზიციურმა კოალიციამ თავისი მოვალეობის შესრულება ორი წლის თავზე მაინც დაიწყოს, იძულებული გავხდით, მიგვემართა სასამართლოსთვის. როცა ქალაქში რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ხელოვნურად ფერხდება, როდესაც რუსთაველების ინტერესები ილახება და ქალაქის განვითარება გამიზნულად ეშლება ხელი, ვალდებულები ვართ, ყველა ის კანონიერი ბერკეტი, რომელიც კანონის ფარგლებში მოიყვანს და დააბრუნებს რუსთავის საკრებულოში მყოფ ორ პარტიას, რომლებიც ქალაქის წინააღმდეგ ქმნიან ხელოვნურ ბარიერებს. სარჩელი ქალაქის სასამართლოში 27 ოქტომბერს შევიტანეთ “, - აღნიშნა ლაცაბიძემ.