„დაიცავი საქართველოს“ ლიდერი, კახა მიქაია ხვალ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული.
საქმე, სავარაუდოდ, იმ ჩანაწერს უკავშირდება, სადაც მიქაიას თქმით, ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსნების დანაშაული იკვეთება.
„მე მაქვს საათ და 57 წუთიანი ჩანაწერი, სადაც იკვეთება დანაშაული. მე მოვუწოდე ხელისუფლებას გუშინ და დღესაც მოვუწოდებ, აღძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება აპირებს ამ საქმის ჩაფარცხვას, თითქოს ეს არაფერი არ არის. თითქოს ეს უბრალოდ საუბარია და მიქაიამ ეს გამოიყენა პოლიტიკური შურისძიებისთვის. შეიძლება მოხდეს ზეწოლა ბიზნესმენზეც“- განაცხადა მიქაიამ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ და მისმ მოადგილემ გია გულორდავამ თანამდებობა დატოვეს. არსებული ინფორმაციით, მათ პიერ პოსტიდან წასვლა შესაძლოა გარკვეულ კორუფციულ გარიგებებს უკავშირდებოდეს.