გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თიბისის მხარდაჭერით ხვალ ტექნოლოგიური ღონისძიება, Agile Summit გაიმართება

30-10-2023

თიბისის მხარდაჭერით და Agile mentor-ის ორგანიზებით, 31 ოქტომბერს რესპუბლიკაში ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება. ღონისძიების მთავარი აქცენტია Heart of Agile — თუ როგორ შეიძლება ეჯაილ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებსა თუ ინდუსტრიებს და არამხოლოდ სოფთვეარ დეველოპმენტს.

გამომსვლელებს შორის „ეჯაილ მანიფესტოს" თანაავტორი ალისტერ ქობერნი და ანტონ მარკი, ეჯაილის საერთაშორისო კონსორციუმის მიერ სერტიფიცირებული ტრენერი და ქოუჩი იქნებიან. ადგილობრივ გამოცდილებას მსმენელს გუკა კიტია, თიბისის ეჯაილ მწვრთნელი, ჯგუფის ლიდერი გაუზიარებს.

 

„ეჯაილს ტექნოლოგიურ მიმართულებებში ჩაეყარა საფუძველი და, შესაბამისად, ალესტერისა და მარკისთვის სპიკერისთვის ძალიან ბუნებრივი და ორგანულია. არატექნოლოგიურ მიმართულებებში ეს მიდგომა ახალია და ჩვენ — თიბისი ჩვენს ახალ გამოცდილებებს გაგიზიარებთ, როგორ შევძელით პრაქტიკაში დაგვენერგა ეჯაილ მიდგომები ჩვენს სამუშაო პროცესებში არატექნოლოგიური მიმართულებით"- გუკა კიტია.

 

ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ  დისტანციურად დაუსვან შეკითხვები ეჯაილ მანიფესტოს თანაავტორს, ჩაერთონ ნეთვორქინგში, გაიცნონ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა ინდუსტრიიდან.

 

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ეჯაილ პროცესების და მასზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მხარდაჭერა.

ღონისძიებაზე დამსწრეების მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ ბმულზე.