შაბათი, მაისი 17, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში წმინდა საყდრის დესპანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

30-10-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში წმინდა საყდრის დესპანთან − ჟოზე აველინო ბეტანკურთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს; დადებითად შეაფასეს თანამშრომლობის დინამიკა კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში.


პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს.


ირაკლი ღარიბაშვილმა ჟოზე აველინო ბეტანკურს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე − საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.