გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თიბისი ჯგუფის ტექნოლოგიურმა გუნდმა უზბეკეთის AWS Game Day-ზე გაიმარჯვა

31-10-2023

ტაშკენტში AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ GameDay გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საერთაშორისო ტექნოლოგიურმა გუნდებმა მიიღეს. 4 სხვადასხვა მიმართულების ინჟინრისგან დაკომპლექტებულმა თიბისი ჯგუფის გუნდმა დავალებები საუკეთესოდ შეასრულა.

GameDay შეჯიბრია, რომლის ძირითადი მიზანი გადაწყვეტილებების დანერგვის უნარის შემოწმებაა, რათა მონაწილეებმა რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრა რისკისგან თავისუფალ გარემოში ისწავლონ.

თიბისი ჯგუფის ტექ გუნდში შედიან: საბა საყვარელიძე (CloudOps ინჟინერი), დავით სამადაშვილი (SRE ინჟინერი), დავით გოგრიჭიანი (CloudOps ინჟინერი) და გიორგი სემენიხინი (სფეისის DevOps ინჟინერი).

„ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და როგორც გუნდი, უფრო დავახლოვდით. საინტერესო შეჯიბრება იყო, მოწინააღმდეგე გუნდებთან ვათანხმებდით რომ ერთმანეთის სერვისები გამოგვეყენებინა, რაც, საბოლოოდ, ყველას ეხმარებოდა. იყო მომენტები, როცა ვიბნეოდით, მაგრამ ბოლოს ყველამ ერთად ავიყვანეთ თავი ხელში. ოთხივემ იდეალურად გადავანაწინეთ როლები, რამაც საბოლოო შედეგი — პირველი ადგილი მოგვაპოვებინა"- დავით სამადაშვილი.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროს თანამშრომლების ტექნოლოგიურ განვითარებას და შეძენილი საერთაშორისო გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვას.