გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ევროკავშირის ელჩი: მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ევროდირექტივასთან

31-10-2023

ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, მედიასთან მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიღებული ცვლილებები, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს და შესაბამისობაშია აუდიო-ვიზუალური მედიის მომსახურების დირექტივასთან.

 

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ევროკავშირისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ამავდროულად, საჭიროა გარკვეული შეზღუდვების დაწესება არასრულწლოვანთა დაცვისა და სიძულვილის ენის პრევენციის მიზნით. უკვე რამდენიმე წელია, რაც აუდიო-ვიზუალური მედიის მომსახურების დირექტივა სწორედ ამას ემსახურება. ახლახანს მიღებული კანონპროექტი აკმაყოფილებს აუდიო-ვიზუალური მედიის მომსახურების დირექტივის პირობებს” - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა და აღნიშნა ისიც, რომ დირექტივაში შესატანია ცვლილებები იმ სენსიტიური საკითხების შესახებ, რომელიც, ერთი მხრივ, მედიისა და სიტყვის თავისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ, არასრულწლოვანთა დაცვასა და სიძულვილის ენის პრევენციის შორის ხაზის გავლებას ეხება.

 

“აღნიშნული დირექტივა აწესებს სტანდარტებს, თუმცა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ გარკვეული მოქნილობა ამ სტანდარტების კონკრეტულ ვითარებაში გამოყენებისას. საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს კანონმდებლობის დირექტივასთან დაახლოებაზე. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს საკითხებს, რომლებიც ჩვეულებრივ რეგულირდება არა ევროკავშირის დირექტივით, არამედ თითოეული წევრი ქვეყნის მიერ, ამის მაგალითი კი უხამსობაა.” - აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ ამ პირობების შესრულება უმთავრესია. “ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ საქართველოს კომუნიკაციების კომისიასთან, როგორც მარეგულირებელ ორგანოსთან, რათა უზრუნველვყოთ მისი დამოუკიდებლობა და წარმოვაჩინოთ მისი მნიშვნელობა” - განმარტა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან.