გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლება გადამხდელებს ახალი პროექტი - „გადასახადის გადამხდელის ქცევის რეიტინგი“ გააცნეს

31-10-2023

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ზაზა თაბაგარმა უწყებაში მიმდინარე ახალი პროექტის - „გადასახადის გადამხდელის ქცევის რეიტინგის“ შესახებ, გადასახადის გადამხდელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მიხეილ ჩიკვილაძე და სხვა პასუხისმგებელი პირები.

 

„ქცევის რეიტინგი“ წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ხედვას გადასახადის გადამხდელის მიერ, ზოგადი საგადასახადო ვალდებულების შესრულების ქცევის წესზე და გადამხდელის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე დაყრდნობით ფასდება.

 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს „გადასახადის გადამხდელის ქცევის რეიტინგის“ შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. პროექტი საწყის ეტაპზე მხოლოდ პილოტურ რეჟიმში იმუშავებს და მასში ჩართული იქნებიან წინასწარ შერჩეული საშუალო სიდიდის კატეგორიის  დღგ-ის გადამხდელები. ამასთან,  2024 წლიდან, იგეგმება მომხმარებელთა  ეტაპობრივი გაზრდა.

 

ახალი პროექტის შესახებ ინფორმირების გაზრდის მიზნით,  გადამხდელებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები ონლაინ ფორმატშიც გაიმართება.