გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გია აბაშიძე: აშშ-ის ახალი ელჩით უკვე უკმაყოფილო "ნაცმოძრაობის" მარიონეტი არასამთავრობოები პარაზიტულად ეცდებიან მის დამუნათებას

31-10-2023

რობინ დანიგანი და სხვა ამერიკელი დიპლომატები იმ კალიბრის არ არიან, რომ "ნაცების" ვასალების 'საბულინგო' იყვნენ“ - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

გია აბაშიძე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ მდიდარი „ენჯეობის“ მიზანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არასასურველი გაუგებრობის შენარჩუნებაა. აბაშიძემ აღნიშნა, რომ "ნაცმოძრაობის" მარიონეტი არასამთავრობოები პარაზიტულად ეცდებიან აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის დამუნათებას.

 

„აშშ-ის ახალი ელჩით უკვე უკმაყოფილო "ნაცმოძრაობის" მარიონეტი არასამთავრობოები პარაზიტულად ეცდებიან მის დამუნათებას. თუმცა, რობინ დანიგანი და არც სხვა ამერიკელი დიპლომატები იმ კალიბრის არ არიან, რომ "ნაცების" ვასალების 'საბულინგო' იყვნენ“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.