გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზურაბ ქადაგიძე იან კელიზე: არც მანამ გვეპარებოდა ეჭვი, რომ ყველა გარე აქტორი, ვინც სააკაშვილს იცავს, ამას ფინანსური უზრუნველყოფის გამო აკეთებს, თუმცა კარგია, როდესაც საკუთარი კანონმდებლობა ააშკარავებს ლობიზმსა და მიკერძოებულობაში

31-10-2023

„არც მანამდე გვეპარებოდა ეჭვი, რომ ყველა გარე აქტორი, ვინც კი სააკაშვილს პოლიტიკური სარჩულით იცავს, ამას ფინანსური უზრუნველყოფის სანაცვლოდ აკეთებს, თუმცა, ძალიან კარგია, როდესაც საკუთარი კანონმდებლობა გააშკარავებს ლობიზმსა და მიკერძოებულობაში“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ზურაბ ქადაგიძის განმარტებით, მსგავსი ფაქტები დასავლეთის მიმართ ისედაც მორყეულ ნდობას კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის.

 

„თურმე რატომაა ისტერიაში ჩავარდნილი…

 

ამერიკული ფედერალური აქტის მიხედვით, ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, სააკაშვილის გლახა გამხდარა და გიულის ჯიბეზე „ბრელოკივითაა“ დაკიდებული…

 

არც მანამდე გვეპარებოდა ეჭვი, რომ ყველა გარე აქტორი, ვინც კი სააკაშვილს პოლიტიკური სარჩულით იცავს, ამას ფინანსური უზრუნველყოფის სანაცვლოდ აკეთებს, თუმცა ძალიან კარგია, როდესაც საკუთარი კანონმდებლობა გააშკარავებს ლობიზმსა და მიკერძოებულობაში.

 

სამწუხარო ისაა, რომ ასეთი ფაქტები დასავლეთის მიმართ ისედაც მორყეულ ნდობას სულ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის და საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს!“ -წერს ზურაბ ქადაგიძე.