გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ვიცე-პრემიერ დავითაშვილზე აგებული ნიუსი, მაგალითია იმის, რომ უკუღმა მოხდა ამბის წარმოჩენა

31-10-2023

პეკინში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის დასწრებას და ამ ღონისძიებაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ყოფნის თემაზე თბილისში ატეხილ აჟიოტაჟს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას შეეხო და აღნიშნა, რომ შემთხვევითი შეხვედრა ოპოზიციისათვის საერთაშორისო სკანდალის ატეხის მცდელობა იყო.


„თქვენ გახსოვთ, სკანდალის მცდელობა რომ იყო საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დროს, როდესაც გაეროს ერთ-ერთი რიგითი ასამბლეის დროს, დერეფანში ერთმანეთს შემთხვევით ლიფტთან შეხვდნენ მგონი დავით ზალკალიანი და სერგეი ლავროვი.


ამაზე უნდოდათ სერიოზული საერთაშორისო სკანდალის ატეხა. ვიცე-პრემიერ დავითაშვილზე აგებული ნიუსი, მაგალითია იმის, რომ უკუღმა მოხდა ამბის წარმოჩენა. წესით, უნდა ეთქვათ, გაიგო თუ არა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერი ჩასულია ამ მნიშვნელოვან ფორუმზე, რომლის გეოპოლიტიკური ერთ-ერთი მოთამაშეა საქართველო, რომელსაც ამ ფორუმის მასპინძელთან აკავშირებს სტრატეგიული ურთიერთობების მემორანდუმები, სპეციალურად ჩავიდა პეკინში, რომ თავისი მეხუთე კოლონისთვის სალაპარაკო მიეცა და მისცა კიდეც.


ამის შემდეგ დავითაშვილი დაინახა თუ არა პუტინმა, სამშობლოში დაბრუნებისთანავე მოკვდა, დაიღუპა ცოტა ხნით, გაქრა და ისევ გაცოცხლდა. მან გაიგო, რომ სტატუსს მაინც ანიჭებენ საქართველოს და გადაწყვიტა, რომ ამ კლინიკური სიკვდილის კი არა, კლინიკური სიცოცხლის პირობებიდან ცოტა ხნით კიდევ გამოსულიყო კულისებიდან, კიდევ გაეფუჭებინა რაღაც-რაღაცები და ნერვები მოეშალა თავისი პატიმრისთვის "ვივამედში". მე ახლა ამით ვაგრძელებ სიურრეალისტურ სცენარს, ვეხმარები ე.წ. ოპოზიციას, ამ ჩემს სიტყვებზე აგებით ახალი სიუჟეტები მოამზადონ, იმიტომ რომ გვიახლოვდება ფეიკ-შოუ შაბათის საღამოს სახით,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.