გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე ვიცე-პრემიერის პეკინში ვიზიტზე: რატომ იყო თურმე ჩვენი ვიცე-პრემიერი ფორუმზე? მე პირიქით, პრეტენზია მაქვს, რატომ არ იყო იქ პრემიერ-მინისტრი

31-10-2023

ოპოზიციის კრიტიკას ლევან დავითაშვილის მიმართ კატეგორიულად არ იზიარებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და აცხადებს, რომ მათი განცხადებები მხოლოდ მათი დაცინვის საფუძველს იძლევა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


„გაზაფხულზე, თუ არ ვცდები 2 თვის განმავლობაში, ომის პერიოდში გაეროში უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იყო რუსეთი.


მას რიგით უწევდა თავმჯდომარეობა და ვერავინ შეუჩერა ეს ფუნქცია და მოვალეობები. წარმოიდგინეთ, რუსეთი, რომელსაც მთელი დასავლეთი ებრძოდა, მსოფლიოს უსაფრთხოებას განაგებდა აპრილის თვეში. რა უნდა ვილაპარაკო ამ ოპოზიციის სამარცხვინო ბოდვაზე.


წარმოიდგინეთ, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებიდან რამდენიმემ ვიცე-პრემიერი პეკინში ყოფნის გამო შერიცხა იმიტომ, რომ ის იჯდა იმ შეხვედრაზე, რომელსაც პუტინი ესწრებოდა. განადგურებული ვიყავი, ვეღარც ვიცინოდი, დეპუტატი გქვია და ამდენ სისულელეს როგორ ლაპარაკობ. მერე რა რომ ოპოზიციაში ხარ, რაღაც თემა, რაღაც კონტენტი, რამენაირად შეფუთე მაინც თუ ლაპარაკობ, მაგრამ ამის შეფუთვა როგორ შეიძლება? მხოლოდ ისღა დაგვრჩენია დავცინოთ.


რატომ იყო თურმე ჩვენი ვიცე-პრემიერი ფორუმზე? მე პირიქით, პრეტენზია მაქვს, რატომ არ იყო იქ პრემიერ-მინისტრი. პირდაპირ გეუბნებით, მე მაგალითად პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, რომ ამხელა ღონისძიებაზე, სადაც 150 ქვეყნის პირველი პირები იყვნენ მიწვეულები, ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ ლევან დავითაშვილს, მაგრამ რატომ არ იყო იქ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი? მსოფლიომ თვითონ გვითხრა - თქვენ ხართ გეოპოლიტიკური კარიბჭის გასაღების მფლობელიო და ამ კარიბჭის მფლობელი ქვეყნის პრემიერი არ იყო ამ ფორუმზე.


არ ვიცი, რატომ არ იყო, შესაძლოა ეს პუტინის ყოფნის ფაქტორით იყო გამოწვეული, მაგრამ, დიახაც, პრემიერი უნდა ყოფილიყო იქ, მარტო ლევან დავითაშვილი არა. რამდენიც უნდა, იმდენი ილაპარაკოს ამ უდღეურმა ოპოზიციამ, ტვინი რომ არ აქვს და ასეთ სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. ელემენტარულად ახალგაზრდები, ჩემი სტუდენტები, დასცინიან. სირცხვილია, პირველკურსელი რომ დასცინებს, იმას რად უნდა პარლამენტის მანდატი?“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.