გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მეუფე იაკობი: ჩვენ არ გვინდა ნარკობარონების მომრავლება

17-09-2018

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, თუ პარლამენტი კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს, მასობრივი გამოსვლები დაიწყება, ეკლესია კი ხალხის გვერდით დადგება.

მეუფე მმართველ პარტიას მოუწოდებს, კანაფის კულტივაციის შესახებ კანონი არ მიიღონ.

 

„ჩვენ არ გვინდა ნარკობარონების მომრავლება. ეს სირცხვილია ჩვენი ერისთვის. 2012 წელს მე ვერ ვიფიქრებდი რომ ასე საუბარი მომიწევდა. დღეს ვეღარ ვცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ. კეთილი ინებონ და გამოფხიზლდნენ. ხელისუფლებაში  სხვებიც ყოფილან, უფრო ძლიერად იყო შევარდნაძე, კიდევ უფრო ძლიერად იყო სააკაშვილი, მაგრამ ერმა რომ გადაწყვიტა, მან ტრადიციულად გაიმარჯვა.


ვის რად უნდა ნარკობარონები?! რომელიმეს გინდათ ასეთი ფული?


შინაგან საქმეთა მინისტრს ვიცნობ. ჭკვიანი კაცია და მე მინდა მივმართო მას: ის  დღესდღეობით პოლიციის სახეა. ქვეყანას ძლიერი პოლიცია სჭირდება და ძველი დროიდან მოყოლებული, ქართველი სამართალდამცავები რასაც ებრძოდნენ ახლა თვითონ რომ გააკეთონ, რა ავტორიტეტი ექნებათ პოლიციის თვალში.

ადამიანს ყოველთვის უნდა დაუტოვო გზა, რომ თავისი შეცდომა აღიაროს. მე ვფიქრობ რომ ეს არის არა მარტო შეცდომა, არამედ, საბოლოო ჯამში თუ კანონს მივიღებთ, სახელიც - მოღალატეები დაერქმევა მათ, რაც არ უნდა ინოვაციებზე გველაპრაკოს ფინანსთა მინისტრი, რომელიც ჯერ არ არის მთავრობაში მოსული. გვითხარით, რა გაქვთ აქამდე გაკეთებული რომ გენდოთ.


მინდა ერთი რამე ვთქვა: მე მჯერა, პარლამენტში საქართველოს იმდენ მოწინააღმდეგეს ვერ იპოვნიან, რომ ქართველი ერის წინააღმდეგ გადაწვეტილება დაკანონდეს. ნუ დაუპირისპირდებით ერს. ჩვენ, ეკლესიას გადაწყვეტილი გვაქვს, სადაც დავჭირდებით ერს იქ დავდგეთ.


არაფერზე, არცერთი ძალის წინაშე არ დავიხევთ უკან. ბევრი მოდის და გვეუბნება, ოჯახთან ერთად, ბავშვებთან ერთად გამოვალთო და ალბათ თუ უგუნურება გააგრძელეს 100 ათასი კაციც გამოვალთ და მერე უკვე ძალის წინაშე, უნდათ არ უნდათ, უკან დაიხევენ“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.