გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: სამწუხაროა, რომ „ენჯეოების“ დაფინანსება არ არის გამჭვირვალე, ამ დაფინანსების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება ექსტრემისტული ღონისძიებების განხორციელებას

31-10-2023

სამწუხაროა, რომ ენჯეოების დაფინანსება არ არის გამჭვირვალე. ჩვენ თავის დროზე დავაინიცირეთ კანონპროექტი, რასაც მოაყოლეს სერიოზული აჟიოტაჟი, რადგან მათ არ სურთ საკუთარი დაფინანსების წყაროების და ასევე, დაფინანსების მიზნების გამჟღავნება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის მიერ დაფინანსების წყაროების საზოგადოებისთვის გაცნობაზე უარის თქმის მიზეზი ის არის, რომ მათ უარყოფითი მიზნები აქვთ და დაფინანსების დიდი ნაწილი ექსტრემისტული ღონისძიებების გახორციელებას ხმარდება.


„მიზეზი არის ის, რომ ამ დაფინანსების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება ექსტრემისტული ღონისძიებების განხორციელებას. სწორედ ამიტომ დაუპირისპირდნენ ისინი საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობას - ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ ენჯეოებს არ სურთ, საკუთარი დაფინანსების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება. ეს ბუნდოვანება მეტყველებს მათ უარყოფით მიზნებზე“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.