გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს უნივერსიტეტები ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით 2,2 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდებიან

1-11-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF)მეორე საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია გამართა და მათთან ერთად პროექტისპრიორიტეტული მიმართულებები და თემატიკა განიხილა.


როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, საგრანტო კონკურსი,ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხისსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით, საქართველოს უნივერსიტეტების 2,2 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსებას გულისხმობს. მისი თქმით, ერთობლივი პროგრამების განხორციელების პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული დამსაქმებლებიც და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებასა და ინტერნაციონალიზაციას.


გიორგი ამილახვარი: „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს –დავიწყეთ და გამოვაცხადეთკონკურენტული ინოვაციის ფონდის მეორე საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც2 200 000 დოლარიპირდაპირ მოხმარდება, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ უნივერსიტეტებთან  პარტნიორებით, ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის პროგრამების შექმნას. ეს ხელს შეუწყობს ახალი ცოდნის, ახალი გამოცდილების, ახალი კვალიფიციური კადრების შემოყვანას საქართველოში იმ მიმართულებებით, რომლებიც ყველაზე მეტად არის დღეს დეფიციტურიდა ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას.


ეს არის ის პირველი შესრულებული დაპირება, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით და არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საქართველოში შევქმნათ რამდენიმე ათეული მაღალი ხარისხის ღირებული პროგრამა, რომელიც პირველ რიგში დამატებით ცოდნას მოუტანს, როგორც საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, ასევე უცხოელებს.“


კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF)საგრანტო კონკურსები, რომლებიც მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“ ფარგლებში ტარდება, მიზნად ისახავს აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზებასა და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებას. ამასთან, ხელს უწყობს უნივერსიტეტების სტრატეგიული გეგმების განხორციელებას, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ეროვნულ მიზნებთან და სახელმწიფო პრიორიტეტებთან.


მეორე საგრანტო კონკურსი უნივერსიტეტების პროგრამების შემუშავება/განვითარებას მოიცავს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები; ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა; სოფლის  მეურნეობა,  მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია; განათლება; ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა.


მეორე საგრანტო კონკურსი 2023 წლის 28 სექტემბერს გამოცხადდა. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 24 ნოემბერი,23:59 საათი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დეტალური ინფორმაცია იხილონ ვებგვერდზე:

http://iiq.gov.ge/ge/2023/09/26/%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%93%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-cif-%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c/