გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო ფოჩხუა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს: გაეშვით გენდერული ნიშნით სპეკულაციას, „ოცნების“ დეპუტატებს უკადრებელ შეურაცხყოფას აყენებდით და გითმენდნენ, მოიქეცით როგორც ნამდვილ ქალებს შეეფერება და ვერავინ გაგიბედავთ ხმის აწევასაც კი

1-11-2023

ეს დუპლეტი რომ მივიღე(დ) პარლამენტში, იმიტომ გვაქვს საქმე კარგად, აღარაფერს ვამბობ წერტილ-მძიმეზე, ლიტერატურული ენაზეც რომ აქვს პრეტენზია?! თურმე პოლიტიკაში მივიდა გაცნობიერებულად, რომ გზად ბევრი ალუდა შეხვდებოდა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა დეპუტატ ანა წითლიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც აღნიშნულია, რომ თავი შეურაცხყოფილად არ უგრძვნია და „ფარჩაკ ალუდას მასთან მანდატურების გარეშე ახლოს ჩავლაც ეშინია. უარესს წინ უნდა ელოდეს.“


ფოჩხუას თქმით, ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა გენდერული ნიშნით სპეკულაციას თავი უნდა დაანებონ, ვინაიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატები მათგან ბევრ შეურაცხყოფას ითმენენ.


„ეს დუპლეტი რომ მივიღე(დ) პარლამენტში, იმიტომ გვაქვს საქმე კარგად, აღარაფერს ვამბობ წერტილ-მძიმეზე, ლიტერატურული ენაზეც რომ აქვს პრეტენზია?! თურმე პოლიტიკაში მივიდა გაცნობიერებულად, რომ გზად ბევრი ალუდა შეხვდებოდა, გზად და ხიდად ჯობდა ამხანაგო წითლიძე, უფრო ლიტერატურული იქნებოდა.


აბა ეს ქალია, ამასთან როგორ შეიძლება მოწიწებით საუბარი, როცა სახის ახევით ემუქრება გარშემომყოფებს და იმუქრება უარესს გიზამთო. მერე დამწკრივდებიან სამნიძე, ბოკუჩავები, არიქა ქალებს გვავიწროვებენო, ჩაერთვება იმპიჩმენტარტყმული ქალიც, მიჩვეული გაუგონარ შეურაცხყოფას და ამაზე ხმის არამოღებას, ისეთს რომ გახსენებაც არ მინდა.


ასე რომ გაეშვით გენდერული ნიშნით სპეკულაციას. ოცნების დეპუტატები ბევრს ითმენდნენ თქვენგან, უკადრებელ შეურაცხყოფას აყენებდით და გითმენდნენ, ეს გვახსოვს. მოიქეცით როგორც ნამდვილ ქალებს შეეფერება და ვერავინ გაგიბედავთ ხმის აწევასაც კი“ - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.