17-09-2018
ახალციხის საწვრთნელ ბაზაზე გარდაცვლილი 31 წლის მირზა ჩაჩუას ახლობლებმა და მეზობლებმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში საპროტესტო აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს. მირზა ჩაჩუა სამი თვის წინ გარდაიცვალა.
მირზა ჩაჩუას ოჯახის წევრების განცხადებით, ჯარისკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა, ექსპერტიზამ კი ალკოჰოლური თრობა დაადგინა. ჯარისკაცის ოჯახი აცხადებს, რომ ექსპერტიზა არასწორად არის ჩატარებული. ოჯახი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს.
„მირზა ჩაჩუა არასოდეს სვამდა და ეს გარდაცვალების მიზეზი ვერ გახდებოდა. ამიტომ, მოვითხოვთ, გამოძიების ობიექტურად ჩატარებას. უნდა დაინიშოს ექსპერტიზა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გავჩერდებით“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.