გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ლაზარაშვილმა მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა

1-11-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა სამოქალაქო სექტორის, ადგილობრივი მედიასაშუალებებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს, მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.


საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სადარბაზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე პროექტები, მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისში. შეხვედრას მერის მოადგილეები ილია ზარდიაშვილი და რუბენ კარაპეტიანი ესწრებოდნენ.


როგორც, ირაკლი ლაზარაშვილმა აღნიშნა, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წელს დამტკიცებული ბიუჯეტი 30 მილიონი ლარი იყო, ოქტომბრის მდგომარეობით კი 50 მილიონ ლარს აჭარბებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ 2023 წელს ამ მიმართულებით არსებული საჭიროებების უზრუნვესაყოფად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით 114 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 51, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 15, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 46, მთის ფონდიდან 1 და სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის 2 პროექტი. ინფრასტრუქტურული სამუშაოების საერთო ღირებულება19 882 956 ლარია. შეხვედრის მონაწილეები, ასევე გაეცნენ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში მოსახლეობისათვის გაწეულ დახმარებას. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ადგილობრივ ბიუჯეტში 1 640 200 ლარია გათვალისწინებული და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს ჯამში 27 სახის ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ. მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, მერიის აღნიშნული პროგრამებით 2849-მა ბენეფიციარს გაეწია დახმარება, რისთვისაც 1 289 675 ლარის ოდენობის თანხა დაიხარჯა.


ყურადღება გამახვილდა ასევე 2024 წლის გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე და მთავარ პრიორიტეტებზე, საუბარი შეეხო მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხს და ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ საჭიროებებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.