გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

დატბორილი ეზოები, მეწყერი და წაღებული მილხიდები-სტიქია ლანჩხუთში

17-09-2018

როგორც ამ წუთებში "გურიის მოამბეს" აცნობეს, ერთდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ლანჩხუთის რამდენიმე სოფელში პრობლემები შეიქმნა. დილიდან განსაკუთრებით მძიმე იყო მდგომარეობა სოფლებში, ჩოჩხათი, ღრმაღელე, ჩიბათი და კოკათი. დატბორილია ლანჩხუთის რამდენიმე ქუჩა. 


მოვარდნილმა წყალმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ეზო დატბორა, წაღებულია მილხიდი. მეწყერი ჩამოწვა აბაძიძეების საკარმიდამო ნაკვეტში. 


ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ანზორ აბშილავას, ლევან ტიკარაძისა და რამაზ ჩხაიძის საცხოვრებელი სახლები და ეზოები. ასევე დატბორია რამდენიმე სახლი ჩიბათში. თემურ გურგენიძის საცხოვრებელ სახლთან ახლოს წაღებულია მილხიდი. ჩახერგილია სოფელ კოკათთან მისასვლელი ორივე გზა, დაზიანებული ჩოჩხათი-სუფსის დამაკავშირებელი გზა. 


როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ადგილზე ამ დრომდე არ მისულან ხელისუფლების წარმომადგენლები. 


guriismoambe.com