გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა პენიტენციურ სისტემაში, ქვეყანა გარდაექმნა რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოდ

1-11-2023

ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა პენიტენციურ სისტემაში, ქვეყანა გარდაექმნა რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც ადამიანი და მისი უფლებების დაცვა უზენაესია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციების თემაზე გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


პრემიერის თქმით, პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად ქვეყანაში განხორციელებული ძირეული რეფორმების შედეგია.


„მოგესალმებით პატივცემულო სტუმრებო, ბატონო მინისტრებო, პარლამენტის წევრებო, პატივცემულო ელჩებო, ბატონო სახალხო დამცველო.


ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ მაღალი დონის კონფერენციაზე, რომელიც აერთიანებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების იუსტიციის სამინისტროებს, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების, ასევე სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მე მიხარია, რომ თბილისი პირველად მასპინძლობს ასეთი მაღალი დონის კონფერენციას. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ რატი ბრეგაძეს ამ კონფერენციის ორგანიზებისთვის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დღევანდელი შეკრება, ვინაიდან, ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია შევაჯამოთ ამ სფეროში არსებული მიღწევები, გამოწვევები, ზოგადად. მივესალმები 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს, რომლებიც ჩამოვიდნენ თბილისში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას მონაწილეობისთვის.


ძვირფასო მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ 10 წლის წინ საქართველოს სერიოზული გამოწვევები ედგა სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით კი ციხეებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის სახით. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა პენიტენციურ სისტემაში, ქვეყანა გარდაექმნა რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც ადამიანი და მისი უფლებების დაცვა უზენაესია.


პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად ქვეყანაში განხორციელებული ძირეული რეფორმების შედეგია, რომლის ობიექტური საზომიც არაერთი მონიტორინგის მექანიზმია, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ მხრივ ყველაზე მკაფიო ინდიკატორი სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკაა, რომლის მიხედვითაც, ევროპულ სასამართლოს 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არცერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში, რაც ადასტურებს პატიმართა უფლებების ქვეყნის შიგნით დაცვის უმაღლეს სტანდარტს. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მკვეთრად შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში არსებული საქმეების საერთო რაოდენობაც. კერძოდ, შედარებისთვის, 2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებაში იყო 3000-ზე მეტი საქმე და შედარებისთვის – 2023 წლის იანვრის მდგომარეობით ეს რიცხვი 147-მდე შემცირდა, რაც 20-ჯერ ნაკლებია 2011 წლის მონაცემებთან შედარებით. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის სამართლის უზენაესობის ინდექსის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, საქართველო არის 1-ელ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში", - განაცხადა პრემიერმა.