17-09-2018
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი ახლად აშენებულ სკოლაში დაიწყეს. ახალი სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ზვიად როსტომაშვილმა საზეიმოდ გახსნეს.
თორტიზის ერთსაუკუნოვანი სკოლა 240 მოსწავლეზეა გათვლილი და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სკოლაში ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. სკოლის მშენებლობა 2017 წლის 21 სექტემბერს დაიწყო და 2018 წლის 18 ივნისს დასრულდა. მშენებლობაზე 1 400 000 ლარამდე დაიხარჯა.