გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რატი ბრეგაძე: სისტემამ აჩვენა კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი კოლეგა უწყებასთან ერთად

2-11-2023

„არასრულ 24 საათში ძებნის ღონისძიება, რომელიც მიმდინარეობდა შსს-თან ძალიან მჭიდრო კოორდინაციით, დასრულდა წარმატებით. სამივე პატიმარი არის უკვე განთავსებული შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში... მინდა, მადლიერება გამოვხატო შს მინისტრის, ბატონი ვახტანგ გომელაურის, მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერისთვის, ასევე, ჩვენი ღირსეული თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც ძალიან მაღალპროფესიულ დონეზე შეასრულეს ძებნის ღონისძიება. ჩვენ მთელი ამ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით უწყვეტ რეჟიმში და ეს ღონისძიება სწორედ ამ ადამიანების წყალობით დასრულდა წარმატებით... მთავარი არის ის, რომ სისტემამ აჩვენა კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი კოლეგა უწყებასთან ერთად", – აღნიშნა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.