გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რატი ბრეგაძე: დღეს რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა", სამი პატიმრის ნაცვლად, გვექნებოდა სამი გვამი

2-11-2023

„ოპოზიციის განცხადებები გაქცეული მსჯავრდებულებისადმი ჩაბარებისკენ მოწოდებაზე კიდევ ერთხელ აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის" მანიაკალურ სახეს", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რატი ბრეგაძის თქმით, ხელისუფლება მოქმედებს ჰუმანური მეთოდებით – მოუწოდებს ძებნაში მყოფ პირს, დაემორჩილოს სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას.

„რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომელმაც ეს არ მოიწონა და უფრო სხვა მეთოდებს ემხრობიან, მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს საზოგადოებას თავიანთი მანიაკალური სახე და ის სახე, რასაც წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ არ ენანება ტყვია დამნაშავეებისთვის, რომელიც ვერტმფრენიდან ხოცავდა მთელ ოჯახებს, როდესაც მიდიოდა ძებნის ღონისძიება, როდესაც მინისტრები ითხოვდნენ ორ გვამს... პირდაპირ გეტყვით – დღეს რომ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა", სამი პატიმრის ნაცვლად, ჩვენ გვეყოლებოდა სამი გვამი", – დასძინა მინისტრმა.