გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძემ ირაკლი ქარსელაძეს ინტერპელაციის წესით მოსმენაზე შეკითხვები დაუსვა

2-11-2023

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მისულ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეკითხვები დაუსვა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.


დეპუტატი დაინტერესდა მცხეთის ხიდის მდგომარეობით.


„პრობლემა არის მცხეთის ხიდთან დაკავშირებით. ამაზე ბევრი კომუნიკაცია გვქონია, მაგრამ შედეგი იგივეა - ეს ხიდი არ შენდება. არადა, ეს ხიდი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. ობიექტურები უნდა ვიყოთ და მესმის, პანდემიასთან დაკავშირებით იყო გარკვეული პრობლემები, ამანაც ხელი შეუშალა, მაგრამ პანდემიამაც ჩაიარა, იმ ვადამაც გაიარა და ეს ხიდი კიდევ დაუსრულებელია. ვადა კიდევ დეკემბრის ბოლომდეა გაგრძელებული. ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ამხელა და ასე გაწელილი პროექტი ერთ თვეში ვინმემ დაასრულოს. უბრალოდ, კითხვა მაქვს: ამაზე მუშაობა, რეალურად, როდის გაგრძელდება და როდის დასრულდება?" - იკითხა დეპუტატმა.


მისი კითხვის საპასუხოდ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ მცხეთის ხიდის მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულდეს.


"მცხეთის ხიდი არის გამოწვევა. რეალურად, დღეის მდგომარეობით კონტრაქტორი მუშაობს ვადაგადაცილებული ჯარიმებით. საკუთრივ ხიდი შედგება 45 სექციისაგან. 12 სექცია უკვე მიწოდებულია ადგილზე, მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის კონსტრუქციულ ელემენტებზე, რომლებიც ეტაპობრივად იქნება მიწოდებული. შესაბამისი მონტაჟი ასევე დაიწყება და 2024-წელს დასრულდება," - განაცხადა მინისტრმა.