გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, დღეს საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, რა ფარგლებში და რა მოცულობით ხდება უცხოური წყაროებიდან საქართველოში ექსტრემიზმის, რევოლუციური პროცესების, პოლარიზაციის დაფინანსება, ეს ძალიან შემაშფოთებელია

2-11-2023

სამწუხაროდ, დღეს საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ფარგლებში და რა მოცულობით ხდება უცხოური წყაროებიდან საქართველოში ექსტრემიზმის, რევოლუციური პროცესების, პოლარიზაციის დაფინანსება. დღეს ამ ინფორმაციის დაახლოებით 95% დახურულია საზოგადოებისთვის - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რაც შეეხება „უცხოური დაფინანსების გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, მთავარი მიზეზი, რატომაც არ უნდოდათ ამ კანონის მიღება, იყო სწორედ ეს. ამ შემთხვევაში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდებოდა ინფორმაცია ექსტრემიზმის, რევოლუციის, პოლარიზაციის დაფინანსების თაობაზე, ამიტომ აპროტესტებდნენ კანონს.


მისივე თქმით, მთავარია, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიდგომები იცვლება.


„იცით, რომ წინა ელჩის პირობებში იყო განსხვავებული მიდგომები, იყო კონკრეტული ფაქტები, როდესაც ექსტრემისტული ორგანიზაციები იღებდნენ დაფინანსებას კონკრეტული წყაროებიდან, თუმცა, ახლა ეს მიდგომები აშკარად იცვლება და ჩვენთვის მთავარი ეს არის, ამიტომ, არ გვინდა რაღაცეებს გამოვეკიდოთ. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს მიდგომები ფუნდამენტურად შეიცვალოს და ჩვენი დაკვირვებით, ეს მიდგომები რეალურად იცვლება. რაც შეეხება „უცხოური დაფინანსების გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, მთავარი მიზეზი, რატომაც მათ არ უნდოდათ ამ კანონის მიღება, იყო სწორედ ეს.


ამ შემთხვევაში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდებოდა ინფორმაცია ექსტრემიზმის, რევოლუციის, პოლარიზაციის დაფინანსების თაობაზე, ამიტომ აპროტესტებდნენ ასეთი გამალებით უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს. სამწუხაროდ დღეს საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია უცხოური დაფინანსების თაობაზე, ეს ინფორმაცია არ არის გამჭვირვალე, მათ შორის საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ფარგლებში და რა მოცულობით ხდება ექსტრემიზმის დაფინანსება უცხოური წყაროებიდან საქართველოში, რევოლუციური პროცესების, პოლარიზაციის დაფინანსება. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია.


დღეს ამ ინფორმაციის დაახლოებით 95% დახურულია საზოგადოებისთვის. გახსოვთ მაშინ, როცა ეს კანონი განიხილებოდა, ატყუებდნენ ხალხს, თითქოს ეს ინფორმაცია ისედაც გამჭვირვალე იყო, სინამდვილეში ამ ინფორმაციის მაქსიმუმ 5%-ია გამჭვირვალე, დანარჩენი თავიდან ბოლომდე დახურულია. დღემდე არ აქვს საზოგადოებას ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ენჯეო რა მოცულობით, რისთვის ფინანსდება. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.