გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მიუხედავად მნიშვნელოვანი ზრდებისა, გამოიკვეთა დამატებითი საჭიროებები, საბანკო სფეროში 9 თვის განმავლობაში მიმდინარე ტენდენციების მიხედვით, 2024 წელს ჩვენ შეგვეძლება დამატებით 300 მილიონი ლარის შემოსავლის მიღება

3-11-2023

მიუხედავად მნიშვნელოვანი ზრდებისა, ბიუჯეტის განხილვის პროცესში გამოიკვეთა დამატებითი საჭიროებები,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, საბანკო სფეროში 9 თვის განმავლობაში მიმდინარე ტენდენციების მიხედვით, 2024 წელს მთავრობას შეეძლება დამატებით 300 მილიონი ლარის შემოსავლის მიღება საბანკო-საფინანსო სექტორიდან.


„მიუხედავად მნიშვნელოვანი ზრდებისა, ბიუჯეტის განხილვის პროცესში გამოიკვეთა დამატებითი საჭიროებები. ჩვენ ჩვენს მეგობრებთანაც გვქონდა ამის თაობაზე საუბარი პარლამენტში, საინტერესო მოსაზრებებიც გაგვიზიარეს, ბევრი რეკომენდაციები და რჩევებიც გავიზიარეთ და გავითვალისწინეთ.


ჩვენ ეს პერიოდი ვმუშაობდით და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე გაკეთდა აქცენტი. გავაანალიზეთ საბანკო სფეროში 9 თვის განმავლობაში მიმდინარე ტენდენციები, გამოიკვეთა, რომ 2024 წელს ჩვენ შეგვეძლება დამატებით 300 მილიონი ლარის შემოსავლის მიღება საბანკო/საფინანსო სექტორიდან.


ვითვალისწინებთ მათ მოგებას და აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს დაკვირვება გაგრძელდება და ვნახავთ, კიდევ დამატებით რა რესურსები შეიძლება გამოინახოს. 300 მილიონი ლარი დამატებით მოგვაქვს საბანკო/საფინანსო სექტორიდან",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.