18-09-2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ერთ შემთხვევაში ქალაქ თბილისში, 10 ერთეული ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, ხოლო ორ შემთხვევაში, ქალაქებში ქუთაისსა და ზესტაფონში მდებარე აგრარულ ბაზრობებზე და სავაჭრო ობიექტებში 7 ერთეული ყალბი 50-ლარიანი და 3 ერთეული 100-ლარიანი კუპიურები გაასაღეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 თავისუფლების აღკვეთას წლამდე ვადით ითვალისწინებს.