გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: დამატებით 70 მილიონი ლარის გამოყოფაა განსაზღვრული ეკონომიკის სამინისტროსთვის აეროპორტების მშენებლობისთვის

3-11-2023

დამატებით 70 მილიონი ლარის გამოყოფაა განსაზღვრული ეკონომიკის სამინისტროსთვის აეროპორტების მშენებლობისთვის. ეს არის ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ასევე თელავის აეროპორტი და ვაზიანის აეროპორტის პროექტირება, მათ შორის, კვლევების დასრულება და ა.შ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე დამატებით გამოიყოფა კიდევ 50 მილიონი ლარი.


„მაგრამ ჯამურად ბიუჯეტი იქნება 3 მილიარდ 400 მილიონი ლარი და შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ 2012 წელს ბიუჯეტი გაიზარდა 2 მილიარდ 700 მილიონ ლარით, 419%-ით არის გაზრდილი ბატონი ქარსელაძის სამინისტროს ბიუჯეტი, 2012 წელს იყო 2 მილიარდ 700 მილიონი ლარით ნაკლები, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ზრდა არის. ეს ყველაფერი ჩანს და ხედავთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არის მშენებლობა გაჩაღებული, იქნება ეს გზები, ხიდები, ავტობანები თუ მაგისტრალები და ა.შ. ყველა მუნიციპალიტეტის ურბანული განახლება, კურორტების, ასე ვთქვათ, განახლება და ა.შ. ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს დაგეგმილი 2024 წელს, 10 ქალაქში ჩვენ დავიწყებთ მაშტაბურ სამუშაოებს, 10 ტურისტული ქალაქი გამოვყავით: ბორჯომი, ყაზბეგი, მესტია, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი და ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება 2024 წელს. ასევე დასრულდება მთავარი მაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე და მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება ამ მიმართულებითაც.


თბილისსა და რეგიონებში, რაც შეეხება პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილ თანხებს, დამატებით, 110 მილიონი ლარი გამოიყოფა და რეგიონებისთვის ჩვენ ახლა ჯამში გვაქვს გათვალისწინებული 450 მილიონი ლარი, მაგრამ ვნახოთ, შეიძლება კიდევ დავამატოთ, 500 მილიონ ლარამდე ვფიქრობთ დამატებით გაზრდას, მაგრამ ამ ეტაპზე 450 მილიონი ლარი მიემართება რეგიონებში, რომელიც გადანაწილდება მუნიციპალიტეტებზე და ისინი დაიწყებენ საინტერესო პროექტების განხორციელებას.


ზრდა არის გათვალისწინებული თბილისშიც, თბილისის ბიუჯეტი, მინდა შედარებისთვის გითხრათ, 2012 წელს იყო საკმაოდ დაბალი ბიუჯეტი, 2024 წლიდან თბილისის მთლიანი ბიუჯეტი იქნება მილიარდს 875 მილიონი ლარი და შედარებისთვის გეტყვით, რომ ეს არის მილიარდ 190 მილიონამდე ზრდა, ანუ 173 % -იანი ზრდა არის თბილისის შემთხვევაში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ეფექტური მატებაა", - განაცხადა პრემიერმა.