გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი სესიაშვილი: აშშ-სთან ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს მომავალი პერსპექტივების უსაფრთხოების ერთგვარი პოლიტიკური გარანტიაა

18-09-2018

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსთან თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივას განაპირობებს.

ეს განცხადება მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის და შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის შეხვედრასთან დაკავშირებით გააკეთა.

 

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს პარტნიორია, რომელთანაც აქტიური თანამშრომლობა განაპირობებს ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს. ჩვენთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა განაპირობებს ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს ევროკავშირში, ნატო-ში და ზოგადად, ცივილიზებულ სამყაროში. ამიტომ ჩვენი თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, არის ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მომავალი პერსპექტივების უსაფრთხოების ერთგვარი პოლიტიკური გარანტია. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეერთებულ შტატებში ამ უმოკლეს ვადაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს, ის შეხვდა ტრამპის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, ბატონ ბოლტონს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპაციის საკითხებს, იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე ჩვენი მომავალი პარტნიორობის, თანამშრომლობის პერსპექტივებს“ - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ პრემიერ-მინისტრის  განცხადებების შემდგომ, შეერთებულ შტატებთან ამ სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით კიდევ უფრო ძლიერ და მყარ ეტაპზე გადავალთ.

 „ველით, რომ ეს ასევე დაუკავშირდება ეკონომიკურ პარტნიორობას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ვმუშაობთ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.