გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ზაალ მიქელაძე: ევროპელი პარტნიორების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ალბათ მათაც მოსწყინდათ რადიკალური ოპოზიციის მიუღებელი რიტორიკა და მიხვდნენ, რომ ხელისუფლებასთან სჯობს კარგი ურთიერთობა

3-11-2023

„რადიკალურ ოპოზიციას, რეალურად, კანდიდატის სტატუსი არასდროს ანაღვლებდა. ისინი, მხოლოდ, 2024 წლის არჩევნებზე არიან ორიენტირებულები“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა მედიასთან.


მისი თქმით, ფეთქებადსაშიშ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ხელისუფლება ქვეყანაში მშვიდობასა და ევროპისკენ სწორხაზოვნად სვლას ინარჩუნებს, ისე, რომ არსად ურთიერთობას არ აზიანებს.


„რადიკალურ ოპოზიციას, რეალურად, კანდიდატის სტატუსი არასდროს ანაღვლებდა. ისინი, მხოლოდ, 2024 წლის არჩევნებზე არიან ორიენტირებულები. იციან, რომ წააგებენ და ამიტომ, რევოლუციურ სცენარებს განიხილავენ, რომელსაც სხვადასხვა მოტივით ფუთავენ. ჩვენი ევროპელი პარტნიორების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ალბათ მათაც მოსწყინდათ რადიკალური ოპოზიციის მიუღებელი რიტორიკა და მიხვდნენ, რომ სჯობს ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან ჰქონდეთ კარგი ურთიერთობა, რომლისთვისაც ქვეყნის მოსახლეობა და სამშვიდობო პოლიტიკაა ამოსავალი წერტილი.


ისეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, სადაც ფეთქებადსაშიში სიტუაციაა გარშემო, ორი ომის კერაა და სხვა კონფლიქტებიც მოსალოდნელია, ქვეყანა მშვიდობასა და ევროპისკენ სწორხაზოვნად სვლას ინარჩუნებს, ისე, რომ არ აზიანებს ურთიერთობას არსად. აქედან გამომდინარე, ევროპის ქვეყნების ლიდერები თვითონაც ხვდებიან, რომ ამ მოცემულობაში ეს ე.წ. შუა დერეფანი ჩვენი ქვეყნისთვისაც და ევროპის მომავალი პერსპექტივისთვისაც მისაღებია. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის მისაღები არ არის, რადგან მოსახლეობა ხედავს, რომ ხელისუფლება მათ სასარგებლო პოლიტიკას აწარმოებს, რაც ოპონენტების მომავალ პოლიტიკურ გეგმებში არ ჯდება.


მათ ასე, მოქალაქეებისთვის სასარგებლო პოლიტიკით არ უცხოვრიათ. მართლა უფლის ნებაა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში აქამდე მოვაღწიეთ და სწორ, მშვიდობის გზაზე დავდექით. წარმოიდგინეთ, სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ რადიკალური ოპოზიცია და, მათ შორის, სახალხო დამცველი, ამ ქვეყანაში ბომბების წვიმას ნატრობდა. იმედია, ამ გზას არ დავუბრუნდებით.


ჩვენ, „ხალხის ძალა“, ღია, გამჭვირვალე ურთიერთობაში ვართ მოსახლეობასთან, რათა მათ იცოდნენ, თუ რა ემუქრებათ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყანას ის ძალები დაუბრუნდება ხელისუფლებაში, მით უმეტეს, რომ ამის მცდელობა არის. საუბედუროდ, ეს მცდელობა გარედანაც არის მხარდაჭერილი, მაგრამ გარწმუნებთ, სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.