გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ეკა ბესელია: აშშ-ში პრემიერის ვიზიტი ჩვენი ქვეყნის  პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების  თვალსაზრისით უდავოდ მნიშვნელოვანია

18-09-2018

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.


მისივე თქმით, აშშ-ში მამუკა ბახტაძის ვიზიტი შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებულ კავშირს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.


“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რეგიონულ უსაფრთხოებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მხარდაჭერას ემსახურება ის დღის წესრიგი რაც აქვს პრემიერს ამ ვიზიტის მიზნად.  ჩვენი ხელისუფლების პირობებში, აშშ-თან თანამშრომლობის არაერთი წარმატებული მაგალითი არსებობს. მხოლოდ უკანასკნელი თვეების მანძილზე ჩვენ ვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორებიცაა:  ა.შ.შ-ის სენატის საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული დოკუმენტი, ა.შ.შ-ის თავდაცვის ბიუჯეტის ავტორიზაციის აქტი, რომელშიც დაფიქსირებულია  საქართველოს მხარდაჭერა.


 პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, ა.შ.შ.-სა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს” - განაცხადა ეკა ბესელიამ.