გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საერთაშორისო ქსელის (EPAC) 22-ე პროფესიულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

6-11-2023

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ქ. დუბლინში „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპელ პარტნიორთა ქსელის" (The European Partners against Corruption/EPAC) 22-ე პროფესიულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.


კონფერენცია, ირლანდიის იუსტიციის მინისტრმა ჰელენ მაკენტიმ, EPAC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ლუსილე როლადმა და მისმა მოადგილემ ,,გარდა სოჩანას ომბუდსმენის კომისიის" კომისარმა ჰიუ ჰიუმმა გახსნეს.


ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნიდან საერთაშორისო ორგანიზაციის 25-მა მომხსენებელმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა კორუფციულ დანაშაულში მხილება, სქესობრივი დანაშაულების და ოჯახში ძალადობის გამოძიება, პოლიციაში კეთილსინდისიერების პრინციპები და გამოძიების პროცესში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება.


საერთაშორისო კონფერენციაზე, მონაწილეებს სიტყვით ქსელის წევრობის კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენლებმაც მიმართეს.


სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ თავის გამოსვლაში ახლადშექმნილი საგამოძიებო სამსახურის ქსელში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, სამსახურის განვითარებაზე, სტრუქტურაზე, მიღწევებსა და წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობაზე ისაუბრა.


კონფერენციაზე ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ეროვნული საპოლიციო ზედამხედველობის უწყებების და ანტიკორუფციული სააგენტოების წარმომადგენლების მიერ მიღებულ იქნა დუბლინის დეკლარაცია, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც შეუერთდა. დოკუმენტი მიზნად ისახავს პოლიციის ზედამხედველობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ხელმომწერ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.


დუბლინში გამართულ ღონისძიებას ირლანდიის ,,გარდა სოჩანას ომბუდსმენის კომისიის", ბელგიის პოლიციის მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომიტეტის (committee P), დანიის საპოლიციო საჩივრების დამოუკიდებელი სამსახურის, ნორვეგიის პოლიციის საქმეთა გამოძიების ბიუროს, შვედეთის სპეციალური საგამოძიებო დეპარტამენტის, ლიეტუვას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, ნიდერლანდების დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს საპოლიციო გამოძიებისა და განხილვების კომისიის, დიდი ბრიტანეთის საპოლიციო ზედამხედველობის დამოუკიდებელი უწყების და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების საპოლიციო ზედამხედველობის ფუნქციის მქონე დამოუკიდებელი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


წელს, კონფერენციას ირლანდიის ,,გარდა სოჩანას ომბუდსმენის კომისიამ" და ირლანდიის ანტიკორუფციულმა სააგენტოებმა ქ. დუბლინში, „კროკ პარკში" უმასპინძლეს, რომელშიც 30 ქვეყნიდან, 200-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.