გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: შსს-ში თანამშრომელთა მიღების ახალი წესი დამკვიდრდება

18-09-2018

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონფერენცია გამართა თემაზე „საგამოძიებო სისტემის რეფორმა“.

კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საუკეთესო კადრების მოზიდვის და მათი კარიერული ზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„ყველას ექნება გადამზადების შესაძლებლობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდი სტრუქტურაა. გვაქვს იმის საშუალება რომ სისტემაში ხალხი შევინარჩუნოთ, თუმცა მეორეს მხრივ ვაცნობიერებთ რომ კომპეტენცია უნდა ფასდებოდეს. შეუძლებელია ეფექტური სისტემის აწყობა თუ კვალიფიკაციის მაღალ დონეს არ მოჰყვა მეტი უფლებამოსილებები და მეტი პასუხისმგებლობები. რაც შეეხება კარიერულ ზრდას, ყველას ექნება ამის შესაძლებლობა. მიღების წესთან დაკავშირებით, მკვიდრდება ახალი წესი როგორ მოხდება კარიერული ზრდა.

ვერ გადავა ადამიანი ერთი საფეხურიდან უფრო მაღალ კარიერულ საფეხურზე თუ შესაბამისი კვალიფიკაციის გადამზადების ან საბაზისო კურსები არ ექნება გავლილი, ესეც იქნება ძალიან მკაფიოდ სტრუქტურირებული და ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს ვდგამთ.

ჩვენი მიზანი არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც პირველ რიგში მართლწესრიგის, კრიმინალთან ბრძოლის, საგამოძიებო კომპონენტის განმახორციელებელი ორგანო, იყოს მიმზიდველი კვალიფიციური ახალგაზრდა კადრებისთვის. ეს არის ძირითადი ამოცანა, არ უნდა იყოს ეს რუტინული სამსახური მხოლოდ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, როგორც სოციალურ კომპონენტს, ასევე კარიერული ზრდის კომპონენტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არავის არსად არ გავუშვებთ, ვინც კი კვალიფიკაციით ამის საშუალებას მოგვცემს, თუმცა, შიდა გრადაცია მოხდება, საუკეთესოები იქნებიან საუკეთესო პოზიციაზე,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.