გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: "დანაღმული სტატუსის" პირობებშიც კი, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, საარჩევნო 2024 წელი მეტნაკლებად მშვიდ "დე-მაიდანიზირებულ" გარემოში ჩაატაროს

6-11-2023

"ნურც იოზვიაკის ვარაუდებმა შეგვიყვანონ ცრუ-მოლოდინების რეჟიმში. ჩვენთვის ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი იმაზე კარგად განვითარდება, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, "ევროსამზარეულოდან" ამბების ძირითადმა გამომტანმა, ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის "დანაღმულ სტატუსს" მიიღებს, რომელიც შესასრულებლად შეუძლებელი დათქმებით იქნება დახუნძლული და ამიტომ საქართველოსთვის პრაქტიკულად არაფერი იცვლება.


"როდესაც "ევროსამზარეულოდან" ამბის ძირითადი გამომტანი, ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი საუბრობს ნოემბერ-დეკემბერში საქართველოსთვის მისანიჭებელ "დანაღმულ სტატუსზე", უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამის შესაძლებლობას ჯერ კიდევ რამოდენიმე თვის წინ განვიხილავდით. მსგავსად შარშანდელი 12-პუნქტიანი "ხაფანგისა", წელსაც ანალოგიური რამ არის მოსალოდნელი, მაგრამ უკვე სტატუსის მინიჭების ფორმატში. რიკარდ იოზვიაკის აზრით, საუბარი შესაძლოა კვლავ შეეხოს "mission impossible" კატეგორიის ისეთ თემას, როგორიც არის "დეპოლარიზაცია", ასევე სასამართლო რეფორმას, საგარეო პოლიტიკასა და არჩევნების ჩატარებას.


მსგავსი ჩახლართული კომბინაციის შემთხვევაშიც კი, საქართველოსთვის არაფერი არ იცვლება. ჩვენი სამშვიდობო და ეკონომიკური სტაბილურობის კურსი ქვეყნის წინსვლის მიზნით, არა მხოლოდ გრძელვადიანი მოლოდინის, არამედ მოვლენათა ალტერნატიული განვითარების მოკლევადიან პერიოდზეც უნდა იყოს გათვლილი. "დანაღმული სტატუსის" პირობებშიც კი, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, საარჩევნო 2024 წელი მეტნაკლებად მშვიდ "დე-მაიდანიზირებულ" გარემოში ჩაატაროს, თვალი ადევნოს ნაც-სექტანტების პოლიტიკურ სხეულზე კიდევ უფრო მზარდ "გვამის ლაქებს", მათი რეალური, კონსტრუქციული და ეროვნული ოპოზიციური ძალებით თანდათანობითი ჩანაცვლების ფონზე. ასე რომ, ნურც იოზვიაკის ვარაუდებმა შეგვიყვანონ ცრუ-მოლოდინების რეჟიმში. ჩვენთვის ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი იმაზე კარგად განვითარდება, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია," - წერს ქართველიშვილი.