გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გურამ მაჭარაშვილი: ეს ადამიანი (გიორგი გახარია) იყო ხელისუფლებაში, პასუხი არ გაუცია ბევრ შეკითხვაზე და ახლა შტურმს ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით

6-11-2023

გიორგი გახარიას მომავალს პოლიტიკაში სკეპტიკურად უყურებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამის მიზეზი თავად გახარიას პოლიტიკური წარსულია.

 

„ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ ის, რომ მას (გიორგი გახარია) არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს იმიტომ, რომ ვერც „ქართული ოცნების“, ვერც „ხალხის ძალის“, ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ და ვერც ვერანაირი პარტიის ამომრჩეველთან საერთოს ვერ გამონახავს.

 

მიზეზი ისაა, რომ ეს ადამიანი იყო ხელისუფლებაში, პასუხი არ გაუცია ბევრ შეკითხვაზე და ახლა შტურმს ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით და რაც მთავარია, კოალიციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

 

ბუნებრივია, თუ ნაცმოძრაობის მომხრეა, მას დაუჭერს მხარს და გახარიას რატომ მისცემს ხმას. თუ ნაცმოძრაობის მხარდამჭერი არ არის, კითხვები ექნება, რატომ არის პარტია ნაცმოძრაობასთან კოალიციაში,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.