18-09-2018
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გუშინდელი წყალდიდობის შედეგებს ითვლიან. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია 100-მდე კერძო სახლი, 20-ზე მეტი ხიდი, განადგურებულია თხილის პლანტაციები. ამის შესახებ 1TV-ი წერს.
მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, დაზიანებულია შიდა გზები. ამ დროისთვის, შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები სოფლებში იმყოფებიან. სპეციალისტების ვარაუდით, ზარალის ოდენობა 2 000 000 ლარია.