18-09-2018
აფხაზეთში გამოუშვეს პირველი ქაღალდის ფული დე ფაქტო პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას გამოსახულებით. ეს არის აფხაზური ვალუტა - 500 აპსარი. უკანა ფონზე აფხაზი მებრძოლები ჩანან, ხელში აფხაზური დროშით. აქ ნახავთ შვიდ ვარსკვლავსაც, რომელიც „სახელმწიფო“ სიმბოლიკაზეა დატანილი. ბანკნოტის დამზადება საქართველოსთან „გამარჯვების“ 25 წლისთავს ეძღვნება.
ბანკნოტზე ასევე გამოსახულია აფხაზეთის „სახელმწიფო გერბი“ და რუქა. ასევე, სილუეტი სოხუმის არქიტექტურული კომპლექსის, სიმბოლური ციხე-კოშკის ფონზე. ბანკნოტი მხატვრებმა, ბატალ ჯაპუამ და ტიმურ კატიანმა შეიმუშავეს.
ფული ჩაეშვება წარმოებაში 29 სექტემბერს, 10 ათასი ცალის ოდენობით.
„აფხაზეთის ეროვნული ბანკის“ ხელმძღვანელის, ბესლან ბარათელიას თქმით, ეს არის ქაღალდის პირველი ფული აფხაზეთის ისტორიაში.