გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოს 10 რეგიონში 2-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობაზე შეამოწმებენ

18-09-2018

2018 წელს 20 სექტემბერიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს 10 რეგიონში 2-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობას შეომოწმებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, კვლევას გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა ეროვნული ცენტრის და სხვა დონორი ორგანიზაციების ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით, ჩაატარებენ.

კვლევის დროს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) წარმომადგენლები ესტუმრებიან როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში 14,000-ზე მეტ შინამეურნეობას.

კვლევის შედეგად საქართველოში შეგროვდება ასევე ხარისხიანი და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები სხვადასხვა სფეროში, რაც ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას.  კვლევის შედეგები, მათ შორის ტყვიის შემცველობის შესახებ, ხელმისაწვდომი გახდება 2019 წლის გაზაფხულზე.

კვლევის მიმდინარეობის პარალელურად, გაეროს ბავშვთა ფონდი იწყებს მასშტაბურ საკომუნიკაციო კამპანიას და საზოგადოების მობილიზაციას, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება კვლევისა და საველე სამუშაოების დაწყების შესახებ. კამპანია მიზნად ისახავს აღნიშნულ პროცესში საზოგადოების თანამშრომლობისა და მხარდაჭერას
.



qartli.ge