გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი გახარია: მარიხუანას მოხმარების რეგულირებასთან დაკავშირებით შსს-ს აქვს და ექნება ეფექტური კონტროლის საშუალება

18-09-2018

გახარიას განცხადებით, სამინისტროს მარიხუანას მოხმარების რეგულირების ეფექტური კონტროლის საშუალება გააჩნია.

მისივე თქმით, კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება.

 

„ჩვენი მიზანი მდგომარეობდა და ამ ნაბიჯის და  საკანონმდებლო  ცვლილების ყველაზე მნიშვნელოვანი კონტექსტი იყო მარიხუანას მოხმარების დარეგულირება, რეგლამენტირება - რაც ჩვენ გავაკეთეთ.  ჩვენ შევქმენით კანონი, სადაც წერია, რომ მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი, თუ ზის სატრანსპორტო საშუალების საჭესთან და მართავს მას, ემუქრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ახლა წარმოიდგინეთ, ეს რამხელა ცვლილებაა მენტალიტეტში. საზოგადოებაში აღქმული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც ფაქტობრივი ლეგალიზება, და ვთქვით, რომ თუ ადამიანი იქნება კლინიკური ზემოქმედების ქვეშ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სასამართლოს ეძლევა უფლება, მას მთელი რიგი სამოქალაქო უფლებები შეუზღუდოს, მათ შორის გარკვეულ პროფესიებზე - ექიმი, ადვოკატი, საჯარო სამსახურში დასაქმებული და ა.შ.


რეალურად, ჩვენ, მარიხუანის მოხმარების ნაწილში, იქ, სადაც სრული ქაოსი და დაუსჯელობა გვქონდა, გავაჩინეთ საზოგადოებრივი აზრის ზემოქმედების ძალიან დიდი ინსტრუმენტი. ჩათვალეთ, რომ ხდება გარკვეული ზეწოლა გადაწყვეტილების მიღებაზე, როდესაც ადამიანი იღებს პირველ გადაწყვეტილებას მოიხმაროს ეს ნივთიერება თუ არა; რაც, რა თქმა უნდა, არის ძალზედ მავნე მისთვის. ჩვენ მთელი რიგი სტრუქტურული ცვლილებები გავატარეთ და ვთქვით, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ეფექტური კონტროლის საშუალება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი.


ასევე, ვთქვით, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას მოჰყვება შემდგომი ნაბიჯები, სამედიცინო ინტერესებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს  და ექნება ეფექტური კონტროლის საშუალება და ასევე, ერთხელ ვთქვი ხაზგასმით, რომ ეს რეგულირების ნაწილში გავაკეთეთ. პირიქით, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხმარება, რომ მისი მკაცრი ნარკოპოლიტიკა განახორციელოს კიდევ უფრო ეფექტურად. ეს არის და ეს. სხვა ყველა შეკითხვა თუ არსებობდა და არსებობს, კონსულტაციები გაგრძელდება და შეკითხვებს პასუხები გაეცემა. ფართო პლათფორმაზე, რომელზეც გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, იქნება მიღებული. ჩვენ ხომ ვთანხმდებით, რომ რეგულირების ნაწილში არანაირი კითხვები არ არსებობს და ეს უნდა გავაკეთოთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.