გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) წარმომადგენლებმა კვლევა „საქართველოს ხორბლის სექტორის შეფასება“ განახორციელეს

8-11-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით, კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) წარმომადგენლებმა კვლევა „საქართველოს ხორბლის სექტორის შეფასება“ განახორციელეს.


კვლევის მიზანია იმ ღონისძიებების გამოვლენა იყო, რაც ხელს შეუწყობს ხორბლის მიწოდების ჯაჭვის მდგრადობას. ხორბლის მოსავლიანობის ანალიზის, წისქვილების მუშაობის ეფექტიანობის შეფასებისა და ხორბლის მიწოდების ჯაჭვის ანალიზის შედეგად, შემუშავდება საბოლოო რეკომენდაციები, რაც საქართველოში ხორბლის წარმოების განვითარებას და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.


კვლევის „საქართველოს ხორბლის სექტორის შეფასება“ პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დაესწრო. მინისტრის მოადგილემ ამერიკულ მხარეს მხარდაჭერისთვის და გაწეული მასშტაბური სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.


„ჩვენთვის მეხორბლეობის და მემარცვლეობის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ადგილობრივი ხორბლის რეალიზების ხელშეწყობისთვის, არაერთი ნაბიჯი გადავდგით. ამასთან ერთად, დარგის მდგრადობისთვის, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სიღრმისეული კვლევების და რეკომენდაციების აუცილებლობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აშშ-ის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული საქართველოს ხორბლის სექტორის შეფასების კვლევა. აღნიშნული კვლევის საფუძველზე, მივიღებთ მნიშვნელოვან სურათს მეხორბლეობის სექტორის განვითარებისთვის გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზე. ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, ვაპირებთ სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რაც ქვეყანაში ხორბლის ხარისხის და მოსავლიანობის  მაჩვენებლის ზრდას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.


კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) წარმომადგენელმა მარტი დრეიპერიმ ხორბლის წარმოების გაუმჯობესების მიზნით გადასადგმელ ისეთ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება, როგორებიცაა სასუქის ხარისხი, საირიგაციო სისტემების გაუმჯობესება, დაავადებებთან ბრძოლის აუცილებლობა.


საქართველოს ხორბლის სექტორის შეფასების დოკუმენტი  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და სექტორულ პლატფორმასთან „მომავლის ფერმერი” თანამშრომლობით მომზადდა.