გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოზარ სუბარი: დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ დროს დაძლევადია ყველა წინაღობა, რომელიც მომდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან

8-11-2023

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებით რეკომენდაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი. 

 

მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება დასტურია იმის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

 

„გილოცავთ!

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

 

დღეს ჩვენ მივიღეთ ის, რაც გვეკუთვნის და რისთვისაც თავდაუზოგავი შრომა და დიდი ძალისხმევა გავწიეთ. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობასთან ერთად მტკიცედ მიუყვება ევროპისკენ მიმავალ გზას და განუხრელად იცავს იმ კურსს, რომელსაც ქართველი ხალხი ირჩევს.


დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ დროს დაძლევადია ყველა წინაღობა, რომელიც მომდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან.


და ბოლოს, მწამს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრიც მალე გახდება" - წერს სუბარი.